2019 წელს, გარიყულამ შექმნა აზროვნების კომფორტული სივრცე, სადაც აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გაერთიანდნენ სხვადასხვა ქვეყნების, კულტურის წარმომადგენლები და გამოცდილებების გაზიარებით კულტურულ - შემოქმედებითი კოლაბორაცია მოახდინეს.


ქართული მოდერნიზმის ფუნდამენტზე გარიყულამ შექმნა თანამედროვე ხელოვნების ექსპერიმენტალური პლათფორმა, რომელიც ხელს უწყობს საგანმანათლებლო, კომუნიკაციის და ახალი სისტემების მოდელს.

გარიყულას გამოცდილებაში ინტერნაციონალური თანაცხოვრება ტრადიციად ჩამოყალიბდა; მდგრადი პარტნიორობის არსებული ფორმიდან გაიხსნა ახალი სივრცეები ლოს ანჟელესიდან სეულამდე, ალმათიდან თეირანამდე, თეირანიდან პარიზამდე; გამაერთიანებელმა შემოქმედებითმა ენერგეტიკამ გააჩინა კულტურულ დიალოგი, რომელიც ცივილიზაციის მომავალია; სამყაროს გამჭვირვალობის შუქ-ჩრდილებში ეთნიკური იდენტობის მნიშვნელობა იზრდება გლობალურ კულტურულ გაცვლაში. გარიყულა არის ყოველწლიური ექსპერიმენტული პლატფორმა თანამედროვე ხელოვნების ენისთვის.

 

 

საბჭოთა გამოცდილებამ საქართველოდან სრულიად განდევნა ქართული ავანგარდული მოძრაობით შექმნილი უნივერსალური მხატვრული ფორმების განვითარება, სოცრეალიზმის პროპაგანდისტულმა მანქანამ არტ პროცესი რკინის ფარდის მიღმა ჩაკეტა და თანამედროვე ხელოვნების ფორმები აზროვნების საშიშ და აკრძალულ ფორმად გამოაცხადა. თანამედროვე საქართველოს რეალობაში უნივერსალურ არტ სივრცესთან კომუნიკაციის ენის შესაქმნელად მნიშვნელოვანია საუკეთესო ქართული ავანგარდული გამოცდილების გამოკვლევა და მყარ საფუძველზე თანამედროვე ხელოვნების ახალი, უნივერსალური ფორმების განვითარება მომავლისთვის.

 

ფესტივალი ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
 

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია არდი • ARDI
 

ოფიციალური პარტნიორი: Institut Français de Géorgie

 

 

                      

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

 ელ.ფოსტა:   contact@garikula.com

ფბ. გვერდიhttps://www.facebook.com/ArtVillaGarikula/

 ყარამან ქუთათელაძე         Tel: +995 595 152 152    Email: Karo@garikula.com